Basisbank
Call center: +995 32 922 922
საკრედიტო ხაზი
სასარგებლო ბანკის საკრედიტო ხაზი თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად
 
საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა
საკრედიტო ხაზი გამიზნულია საბრუნავ საშუალებებზე კომპანიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად.
მოთხოვნები მსესხებლის მიმართ
საკრედიტო ხაზით ფინანსირება ეფექტურია კომპანიებისათვის, რომლებსაც პერიოდულად უჩნდებათ თავისუფალი ფულადი სახსრები. ამასთან, კომპანიის მიერ თავისუფალი თანხების აკუმულირების უნარი უნდა დასტურდებოდეს:
  • საბანკო ანგარიშებზე მაღალი ბრუნვის არსებობით;
  • საბანკო ანგარიშებზე სტაბილური ნაშთის არსებობით.
საკრედიტო ხაზის პირობები:
  • მინიმალური თანხა – 5 000 აშშ დოლარი;
  • მაქსიმალური თანხა – 1 000 000 აშშ დოლარი;
  • მინიმალური ვადა – 3 თვე;
  • საპროცენტო განაკვეთი – 16-24%* ;
  • უზრუნველყოფის სალიკვიდაციო ღირებულება – არანაკლებ საკრედიტო ხაზის თანხის 150%.
* პროცენტი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სესხის ვადა, უზრუნველყოფა და სხვა.
საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფა:
  • კომპანიის უძრავი ქონება და სხვა ძირითადი საშუალებები;
  • კომპანიის საბრუნავი საშუალებები;
  • კომპანიის დამფუძნებლებისა და მენეჯერების პირადი ქონება.
საკრედიტო ხაზი შეიძლება განსხვავებული იყოს დაფარვის სტრუქტურის მიხედვით:
ა) ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში შემცირებადი საკრედიტო ხაზი;
ბ) ყოველთვიურად შემცირებადი საკრედიტო ხაზი.


Geocell Visa Cardუპროცენტო 30 დღიანი კრედიტი
ვადიანი ანაბარიშენახვის საიმედო გზა
SMS ბანკინგიიყავი მუდამ ინფორმირებული
Search
© 2007 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.