Basisbank
Call center: +995 32 922 922
საბავშვო ანაბარი
ანაბრის პირობები:
  • ანგარიშის გახსნა - უფასო;
  • ანაბრის გახსნა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს;
  • ანგარიში იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან მესამე პირის მიერ;
  • ანაბარი იხსნება მინიმუმ 2 წლით და მისი ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე;
  • თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნიან მშობლები, ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ აქვთ ანაბრის განკარგვის უფლება. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს უფლება გადადის ბავშვზე;
  • თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნის მესამე პირი, ბავშვის სრულწლოვანებამდე მისი განკარგვის უფლება აქვთ მშობლებს ან ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებს, ხოლო ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ეს უფლება გადადის მასზე;
  • პირველი ორი წლის განმავლობაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს: ლარში გახსნილ ანაბარზე 15%; აშშ დოლარი – 14%; ევრო – 12,5%.
  • ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანია 50 ლარი / 25 აშშ დოლარი / 25 ევრო;
  • თანხის ყოველი შემდგომი შენატანი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10 ერთეულს. შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე;
  • მეანაბრის სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, ბანკში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საანაბრო თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გადაიტანება დეპოზიტარის მიმდინარე ანგარიშზე;
  • ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ (მე–12 თვის ბოლოს);
  • ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს ერიცხება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის ბანკში ზრდად შემნახველ ანაბარზე არსებული წლიური საპროცენტო განაკვეთისა;
  • ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;

ანგარიშის გასახსნელად საჭიროა ანგარიშის გამხსნელი პირის პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ასევე ბავშვის მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

 
 



სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
საბავშვო ანაბარითქვენი შვილების მომავლისთვის
Search
© 2009 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.