
Call center: +995 32 922 922
| იპოთეკური სესხი |
ბაზისბანკი იპოთეკურ სესხებს სთავაზობს ყველას, ვისაც სურს საცხოვრებელი ბინის, სახლების, აგარაკების შეძენა; აშენება ან გარემონტება
სესხის მოცულობა:
- მინიმალური თანხა – 1 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი
- მაქსიმალური თანხა – 100 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი
სესხის ვადა:
- მინიმალური – 6 თვე;
- მაქსიმალური – 10 წელი.
წლიური საპროცენტო განაკვეთი
წლიური საპრცენტო განაკვეთი - 16 %-დან*.
*ყოველ კონკრეტულ შემთხვევში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და ვადაზე, მიმდინარე სამსახურში მსესხებლის მუშაობის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მსესხებლის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე, ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული), აგრეთვე იმ ორგანიზაციის რეიტინგსა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი.
სესხის დაფარვა
სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლის მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ, ყოველთვიურად), ამასთან ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი ერთსა და იმავე მოცულობას შეადგენდეს თითოეული დაფარვისას.
სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს:
- დასაკრედიტებელი ობიექტი (აუცილებელი წესით);
- ავტომანქანა;
- დამატებით სხვა უძრავი ქონება.
ვის შეუძლია სესხით სარგებლობა
იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი - მინიმუმ 500 ლარის ოდენობით:
- შრომის ანაზღაურების სახით;
- საიჯარო გადასახადის სახით;
- დივიდენდის სახით.
მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 2 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე მუშაობისა – 6 თვეზე ნაკლები.
საჭირო საბუთები:
- განაცხადი კრედიტის მიღებაზე;
- რეკომენდაცია სამსახურიდან;
- შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
საჭირო პროცედურა:
- კრედიტის მიღებაზე განაცხადის შევსება და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება;
- საჭირო საბუთების წარმოდგენა ბანკში;
- უზრუნველყოფის ობიექტების დათვალიერება;
- უზრუნველყოფის ობიექტების დაგირავება.
სესხის შესახებ საკრედიტო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა არის ბანკში საბუთების სრულად წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღე.
Geocell Visa Cardუპროცენტო 30 დღიანი კრედიტი
ვადიანი ანაბარიშენახვის საიმედო გზა
SMS ბანკინგიიყავი მუდამ ინფორმირებული
© 2007 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.