Basisbank
Call center: +995 32 922 922
საკრედიტო ბარათები
საკრედიტო ბარათები 10 დღიანი საშეღავათო პერიოდით 
ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბარათია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათების ყველა ძირითადი უპირატესობა. 
 
მომსახურების ტექნოლოგია:

საკრედიტო ბარათის მფლობელს ბაზისბანკი საშუალებას აძლევს განახორციელოს ანგარიშსწორება, როგორც ბარათზე არსებული ფულადი სახსრებით, ასევე კრედიტით (აშშ დოლარში, ლარში), რომელსაც ბანკი გაძლევთ შესაბამისი შეთანხმების შედეგად (ამ დროს საკრედიტო ბარათზე მიბმული იქნება თქვენი საბარათე ანგარიში შესაბამისი საკრედიტო ხაზით). გაცემულ კრედიტს კლიენტი ფარავს საბარათე ანგარიშის შევსებით.


ბაზისბანკის საკრედიტო ბარათის უპირატესობები:
საკრედიტო ბარათის მფლობელი სარგებლობს 10 დღიანი საშეღავათო პერიოდით (საკრედიტო ლიმიტის გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში კრედიტის დაფარვის შემთხვევაში, თქვენ აღარ მოგიწევთ პროცენტის გადახდა);
კრედიტი გაიცემა გირაოსა და ორგანიზაციის თავდებობის გარეშე;
საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ამასთან, საკრედიტო ხაზი არის მუდმივად განახლებადი;
საკრედიტო ლიმიტის დროს დაწესებული თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ;
ხარჯების კონტროლი შესაძლებელია ინტერნეტის (Internet Banking) საშუალებით;
ანგარიშსწორება მსოფლიოს მილიონობით სავაჭრო ობიექტში.
ბაზისბანკი საკრედიტო ბარათის დამზადებას მომხმარებლისათვის ახორციელებს უფასოდ, კრედიტის აღებისას მომხმარებელს არ უწევს საკომისიოს გადახდა.

საკრედიტო ბარათის მიღების ვარიანტები:

საკრედიტო ხაზი შეიძლება დაყენდეს თქვენს ხელთ უკვე არსებულ ბარათზე (VISA CLASSIC ან VISA GOLD), რისთვისაც მოგიწევთ შესაბამისი ანკეტის შევსება. 
ახალი საკრედიტო ბარათის შესაძენად (VISA CLASSIC ან VISA GOLD) უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა, რომლის მოძიება შესაძლებელია ამავე გვერდზე, ან ბაზისბანკის ნებისმიერ განყოფილებაში.

დაკრედიტების ლიმიტი:

საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარამდე.
ბარათზე საკრედიტო ლიმიტი ყველა კლიენტისათვის ინდივიდუალურად დგინდება. ლიმიტს აწესებს ბანკი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისა და ბანკში არსებული თქვენი საკრედიტო ისტორიის საფუძველზე.
მოთხოვნები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი:
ქონდეს სტაბილური შემოსავალი (არანაკლებ 400 ლარისა);
უნდა იყოს სრულწლოვანი და გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:

კრედიტით სარგებლობისას საპროცენტო განაკვეთია თვეში 2%.
საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შეიძლება როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ.
კრედიტით სარგებლობის დროს პროცენტები ერიცხება მხოლოდ იმ თანხას, რომელიც რეალურადაა ათვისებული მომხმარებლის მიერ.
საერთო თანხის დაფარვა და პროცენტების რეალიზაცია ხორციელდება იმ დღეს, როდესაც მოხდება ფულადი სახსრების ჩარიცხვა კლიენტის საბარათე ანგარიშზე.
კრედიტის დაფარვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი თანხის სალაროში შეტანით, ისე კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
 
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
 
ვიზა ბარათების მომსახურების ტარიფები
Classic Gold
ბარათის მაქსიმალური ვადა

2 წელი

წლიური მომსახურება
ძირითადი ბარათის პირველი წლის 35 USD   70 USD
ძირითადი ბარათის მეორე წლის 20 USD 40 USD
განახლებული ბარათის 20 USD 40 USD
დამატებითი ბარათის 20 USD 40 USD
ბარათის სასწრაფო დამზადება

+ 20 USD

დარიცხული წლიური პროცენტი დადებით ნაშთზე

 

3%

(>3500 GEL,

2000 EURO,

USD, GBP)

 

3%

(>3500 GEL,

2000 EURO,

USD, GBP)

ნაღდი თანხის გამოტანის დღიური ლიმიტი 1500 USD   3000 USD
გარიგების დღიური ლიმიტი 7000 USD   15000 USD
ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის ბანკომატში

0.5%

აგენტი ბანკების ბანკომატში

1%

სხვა ბანკის ბანკომატებში

2% min. 3 USD

ბანკში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის განყოფილებაში

0.5%

აგენტი ბანკის განყოფილებაში

1%

სხვა ბანკის განყოფილებაში

2% min. 3.5 USD

საკომისიო სავაჭრო ობიექტებში
ადგილობრივი

უფასო

საერთაშორისო

უფასო

სტოპ სიაში შეტანა
ადგილობრივი სტოპ სია 5 USD 5 USD
საერთაშორისო სტოპ სია (ორი კვირით) 40 USD 40 USD
ადმინისტრაციული საკომისიო
არასანქცირებული ოვერდრაფტის პროცენტი

32%

ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან

უფასო

სავაჭრო ქვითრის ასლი

10 USD

დაზიანებული ბარათის გამოცვლა 15 USD 25 USD
PIN კოდის აღდგენა 10 USD 15 USD
მოპარული/დაკარგული ბარათის გამოცვლა 20 USD 40 USD
დამატებითი სასწრაფო მომსახურება
დაკარგული ან მოპარული ბარათის შეჩერება GCAS-ის მეშვეობით 40 USD
ბარათის სასწრაფო აღდგენა 250 USD
ბარათის სასწრაფო განაღდება 200 USD

 



სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
Search
© 2009 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.