
Call center: +995 32 922 922
| სადებეტო ბარათები |
ბაზისბანკის საერთაშორისო VISA პლასტიკური ბარათი არის თანამედროვე, მოხერხებული და საიმედო ანგარიშსწორების საშუალება ნებისმიერ ვალუტაში. VISA ბარათის გამოყენება შესაძლებელია 250 ქვეყნის 12 000 000 სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც სიმბოლოა
გამოსახული.
გამოსახული. VISA ELECTRON
VISA CLASSIC
სიმბოლოს. VISA CLASSIC-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ანგარიშსწორება ინტერნეტით ან ტელეფონით, ასევე, დაჯავშნოთ სასტუმროს ნომრები და ავტომანქანები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. VISA GOLD
![]() |
ბარათის მიღების წესები
პირადი სარგებლობისათვის
- ბარათის მისაღებად განმცხადებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, გახსნას ახალი ან ისარგებლოს უკვე არსებული საბარათე ანგარიშით, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე შეუმცირებადი ნაშთი და ბარათის გამოშვებასთან დაკავშირებული გადასახადები, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
- ბანკი, თანხის ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში დაამზადებს და გადასცემს განმცხადებელს ბარათს შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით. სასწრაფო დამზადების შემთხვევაში, ბარათი და PIN-კოდი კლიენტს მეორე საბანკო დღეს გადაეცემა.
- თუ განმცხადებელი ბარათის დამზადებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ მოითხოვს ბარათს, მაშინ აღნიშნული ბარათი ექვემდებარება განადგურებას. ბარათის მფლობელს გადახდილი წლიური მომსახურების საკომისიო არ უბრუნდება.
სახელფასო პროგრამა
პლასტიკური ბარათებით ხელფასების გაცემა თანამედროვე, გამარტივებული და უსაფრთხო ფორმაა. სახელფასო პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ:
- გაამარტივონ ხელფასის გაცემის პროცედურა;
- დაიცვან სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალობა;
- ბანკის მეშვეობით მინიმუმამდე შეამცირონ ხელფასის გაცემის ორგანიზებასთან დაკავშირებული დანახარჯები (ნაღდი თანხების მიღება და დაცვა, მოლარის დამატებითი შტატის შენახვა).
სახელფასო პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ კრედიტით (ოვერდრაფტით). მათთვის კრედიტის მიღების პროცედურა გამარტივებული, ხოლო კრედიტი — შეღავათიანია.
ზოგადი ტერმინოლოგია
პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (PIN)
ბარათს აქვს პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (PIN), რომელიც ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის. PIN-ი გამოიყენება ბანკომატიდან თანხის გამოსატანად. PIN-ის დავიწყების შემთხვევაში ბარათის მფლობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს მომსახურე ბანკს.
ამონაწერი
ბარათის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს საბარათე ანგარიშის ამონაწერი. ამონაწერში ნაჩვენებია ინფორმაცია საბარათე ანგარიშის მიმდინარე ბალანსის, მომხდარი გარიგებებისა და თანხის განაღდების შესახებ.
ასევე თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები 24 საათის განმავლობაში ელექტრონული საბანკო მომსახურების (www.bankonline.ge) საშუალებით.
ოვერდრაფტი (კრედიტი)
ოვერდრაფტის გამოყენებით ბარათის მფლობელს შეუძლია დახარჯოს თავის ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი და ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს შემდგომში. ოვერდრაფტის შემთხვევაში ბარათზე მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება.
ოვერდრაფტის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ:
- მომხმარებლებს, რომელთაც საბარათე ანგარიშზე ერიცხებათ ხელფასი;
- ბანკის მეანაბრეებს;
- ბანკის კლიენტი ორგანიზაციის მენეჯმენტს ან დამფუძნებლებს;
- სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, რომელთათვისაც ბანკი ღებულობს ოვერდრაფტის დაშვების გადაწყვეტილებას.
თანხის განაღდება და ანგარიშსწორება
1) ბანკომატის გამოყენების ინსტრუქცია
- მოათავსეთ ბარათი ბანკომატზე არსებულ ბარათის ჩასადებში ისე, რომ ბარათზე გამოსახული ისარი მდებარეობდეს ბარათის ზედა მხარეს და მიმართული იყოს ბარათის ჩასადებისაკენ.
- აირჩიეთ მომსახურების სასურველი ენა (ქართული, რუსული, ინგლისური) ბანკომატის ეკრანზე გამოსახული წარწერის გასწვრივ განთავსებულ ღილაკზე დაჭერით.
- შეიყვანეთ PIN-კოდი (ბანკომატის მიერ მოთხოვნის შემდეგ). PIN-კოდი წარმოადგენს ოთხნიშნა პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელსაც მიიღებთ დალუქულ კონვერტში ბარათთან ერთად. PIN-კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში ბანკომატი დააკავებს თქვენს ბარათს. ასეთ ვითარებაში მიმართეთ ბანკს.
- PIN-კოდის შეყვანის შემდეგ აირჩიეთ ოპერაცია: ა) თანხის გატანა, ბ) ბალანსის ნახვა.
- თანხის გატანის შემთხვევაში აირჩიეთ ვალუტა და სასურველი თანხა. თუ თქვენთვის სასურველი თანხა არ არის გამოსახული ბანკომატის ეკრანზე, მაშინ აირჩიეთ მენიუ “სხვა თანხა” და აკრიფეთ თქვენთვის სასურველი თანხა.
- აიღეთ ბარათი, თანხა და ქვითარი. არ დააყოვნოთ ბარათი და მოწოდებული თანხა ბანკომატში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკომატი მათ დააკავებს. მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ მომსახურე ბანკს.
2) ბანკიდან თანხის გამოტანა
თქვენ შეგიძლიათ თანხის გამოტანა ნებისმიერი ბანკიდან, რომელიც ემსახურება საერთაშორისო VISA ბარათებს. თანხის გამოტანისას საჭიროა ბანკის თანამშრომელს წარუდგინოთ ბარათი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
3) სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება
სავაჭრო ობიექტში ბარათით ანგარიშსწორებისას ობიექტის თანამშრომელი წარმოგიდგენთ სავაჭრო ქვითარს, რომელზეც მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოაწეროთ ხელი, როცა დარწმუნდებით ქვითარზე მითითებული თანხის სისწორეში. არ დაგავიწყდეთ ქვითრის ასლის აღება, რომელიც უნდა შეინახოთ მანამ, სანამ არ მოხდება თანხების ჩამოწერა თქვენი ანგარიშიდან. ქვითარზე ხელმოწერა უნდა დაემთხვეს ბარათის უკანა მხარეს არსებულ ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტის თანამშრომელი უფლებამოსილია მოგთხოვოთ პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში - გააუქმოს გარიგება.
4) ინტერნეტში ანგარიშსწორება
ინტერნეტში ანგარიშსწორება შესაძლებელია VISA CLASSIC და VISA GOLD ბარათებით. ამისათვის საჭიროა ბარათზე ამოტვიფრული თექვსმეტნიშნა ნომრის (ვებ-გვერდის მოთხოვნის შემთხვევაში შეიყვანეთ ბარათის უკანა მხარეს დატანილი სამნიშნა კოდი) და ვადის გასვლის თარიღის შეყვანა ვებ-გვერდზე. სანამ ინტერნეტში თქვენი ბარათის ინფორმაციას შეიყვანთ, დარწმუნდით ინტერნეტ-გვერდის უსაფრთხოებასა და ლეგიტიმურობაში.
რეკომენდაციები
- ბარათის მიღებისას უკანა მხარეს განთავსებულ ზოლზე ხელი მოაწერეთ (პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაფიქსირებული ხელმოწერის მსგავსად). ეს ბარათის შემდგომში სარგებლობისას გაუგებრობებს აგარიდებთ
- არ დააწეროთ PIN კოდი ბარათს ან სხვა პირთათვის ხელმისაწვდომ საგნებს.
- არ დაუშვათ თქვენი ბარათის სიახლოვე ძლიერი მაგნიტური ველის მქონე საგნებთან, რადგან ამან შეიძლება ბარათის მაგნიტური ლენტის დაზიანება და ბარათის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
- გულდასმით შეამოწმეთ ქვითრის შევსების სისწორე. არ მოაწეროთ ხელი მასზე, თუკი ჩატარებული ფინანსური ოპერაციის ღირებულება არასწორადაა მითითებული. მოითხოვეთ შეცდომით გაფორმებული ქვითრის განადგურება.
თუ თქვენ სარგებლობთ ბანკომატით:
- აკრიფეთ თქვენი PIN კოდი ისე, რომ არავინ შეძლოს მისი დანახვა;
- ბანკომატის მიერ მოწოდებული ბარათის აღების შემდეგ არ დააყოვნოთ თანხის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკომატი უკან ჩააბრუნებს მას. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ აიღეთ მოწოდებული ქვითარი;
- სახიფათოა ქვითრის გადაგდება, რადგან იგი შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას თქვენი ბარათის შესახებ;
- თუ ბანკომატმა უარი განაცხადა თანხის გაცემაზე, გადაამოწმეთ საბარათე ანგარიშზე არსებული ნაშთი.
საზღვარგარეთ გამგზავრებამდე:
- შეამოწმეთ თქვენი ბარათის მოქმედების ვადა;
- დარწმუნდით, რომ გახსოვთ PIN კოდი;
- შეამოწმეთ ბალანსი საბარათე ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ იგი.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:
დაუყოვნებლივ აცნობეთ მომხდარის შესახებ ბარათის ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს. ბარათის ბლოკირებისათვის საჭიროა ბანკის საბარათე განყოფილების თანამშრომელს შეატყობინოთ ბარათის კოდური სიტყვა და სხვა ინფორმაცია ბარათის შესახებ, აგრეთვე უპასუხოთ მის კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათი არ იქნება ბლოკირებული.
ბარათის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე (+995 32) 922 922 ყოველდღე 24:00 საათამდე.
ბარათის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე (+995 32) 922 922 ყოველდღე 24:00 საათამდე.
არასამუშაო დროს: საპროცესინგო ცენტრი (+995 32) 936 924
ფაქსი: (+995 32) 986 548
ვიზა ბარათების მომსახურების ტარიფები
| Electron Gel | Electron | Classic | Business | Gold | |
| ბარათის მაქსიმალური ვადა | 2 წელი | ||||
| წლიური მომსახურეობა | |||||
| ძირითადი ბარათის პირველი წლის | 10 Gel | 10 USD | 25 USD | 40 USD | 60 USD |
| ძირითადი ბარათის მეორე წლის | 10 Gel | 10 USD | 20 USD | 30 USD | 40 USD |
| განახლებული ბარათის | 10 Gel | 10 USD | 20 USD | 30 USD | 40 USD |
| დამატებითი ბარათის | 10 Gel | 10 USD | 20 USD | 30 USD | 40 USD |
| ბარათის სასწრაფო დამზადება | + 20 USD | ||||
| მინიმალური ნაშთი ანგარიშზე | 10 Gel | 10 USD | 50 USD | 500 USD | 500 USD |
| დარიცხული წლიური პროცენტი | 3% (> 500 GEL) | 3% (> 500 USD) | 3% (>500 USD) | 3% (>500 USD) | 3% (>500 USD) |
| ნაღდი თანხის გამოტანის დღიური ლიმიტი | 2000 Gel | 1000 USD | 1500 USD | 3000 USD | 3000 USD |
| გარიგების დღიური ლიმიტი | 5000 Gel | 4000 USD | 7000 USD | 50000 USD | 15000 USD |
| ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო | |||||
| ბაზისბანკის ბანკომატში | 0.50% | ||||
| აგენტი ბანკების ბანკომატში | 1.00% | ||||
| სხვა ბანკის ბანკომატებში | 2% min. 3 USD | ||||
| ბანკში თანხის განაღდების საკომისიო | |||||
| ბაზისბანკის განყოფილებაში | 0.50% | ||||
| აგენტი ბანკის განყოფილებაში | 1.00% | ||||
| სხვა ბანკის განყოფილებაში | 2% min. 3.5 USD | ||||
| საკომისიო სავაჭრო ობიექტებში | |||||
| ადგილობრივი | უფასო | ||||
| საერთაშორისო | უფასო | ||||
| სტოპ სიაში შეტანა | |||||
| ადგილობრივი სტოპ სია | უფასო | უფასო | 5 USD | 5 USD | 5 USD |
| საერთაშორისო სტოპ სია (ორი კვირით) | — | — | 40 USD | 40 USD | 40 USD |
| ადმინისტაციული საკომისიო | |||||
| არასანქცირებული ოვერდრაფტის პრცენტი | 32% | ||||
| ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან | უფასო | ||||
| სავაჭრო ქვითრის ასლი | 10 USD | ||||
| დაზინებული ბარათის გამოცვლა | 5 Gel | 5 USD | 15 USD | 15 USD | 25 USD |
| PIN კოდის გამოცვლა | 5 Gel | 5 USD | 10 USD | 10 USD | 15 USD |
| მოპარული/დაკარგული ბარათის აღდგენა | 10 Gel | 10 USD | 20 USD | 40 USD | 40 USD |
| დამატებითი სასწრაფო მომსახურეობა | |||||
| დაკარგული ან მოპარული ბარათის შეჩერება GCAS-ის მეშვეობით | — | — | — | — | 40 USD |
| ბარათის სასწრაფო აღდგენა | — | — | — | — | 250 USD |
| ბარათის სასწრაფო განაღდება | — | — | — | — | 200 USD |
სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
ვადიანი ანაბარიგანახლებული პირობები
© 2007 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.

