Basisbank
Call center: +995 32 922 922
Geocell Visa Card
 

გთავაზობთ გაუმჯობესებულ პირობებს:
 
საბარათე ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დაგერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი, გარანტირებული 8,25% ლარში, ხოლო დოლარში 6,25%. თქვენ შეძლებთ საკუთარი სახსრები ნებისმიერ დროს სრულიად უფასოდ გამოიტანოთ ბაზისბანკის ბანკომატებიდან და სერვისცენტრებიდან. Geocell Visa Card–ზე საკუთარი თანხის შეტანა და გამოტანა შეუზღუდავია.
 კიდევ ერთი სიახლე!
 თქვენ  უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ Geocell Visa Card–ი მხოლოდ სადებეტო ფუნქციით.
  
Geocell Visa Card-ის საკრედიტო პირობები
  
«Geocell Visa Card»-ი გაძლევთ საშუალებას ისესხოთ ფული დღეს და დააბრუნოთ მაშინ, როცა გნებავთ, იქნება ეს ერთი თვე, ერთი წელი თუ უფრო მეტი!

თუ ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, არცერთი თეთრის გადახდა აღარ მოგიწევთ პროცენტის სახით!
თუ მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევით, არც ეს არის პრობლემა — წლიურად მხოლოდ 15%-ის გადახდა მოგიწევთ.

გახსოვდეთ, პროცენტი ერიცხება მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს!

საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ასევე ნაწილ-ნაწილ. ნებისმიერ დროს ყველა ქვეყანაში.

 

 
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ ათვისებული გაქვთ), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%-ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვა. ამ თანხით თქვენი კრედიტი დაიფარება, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.

 

 

შესყიდვები

შესყიდვები Geocell Visa Card-ით

Geocell Visa Card–ი ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, და ამავდროულად თქვენ გერიცხებათ ბონუსები ჯეოსელში.

Geocell Visa Card–ით შეგიძლიათ გადაიხადოთ ყველა სავაჭრო წერტილში, სადაც ემსახურებიან წამყვან საერთაშორისო საგადასახადო სისიტემის Visa ბარათებს.


კომუნალური გადახდები

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, თუკი ეწვევით
www.bankonline.ge-ს და აირჩევთ თქვენთვის სასურველ გადახდას. Geocell Visa Card--ით განხორციელებულ გადახდებზე თქვენ რათქმაუნდა მიიღებთ ბონუსებს ჯეოსელში.

 

 

 

 

ბონუსები

ბონუს პროგრამა Geocell Visa Card-ის მფლობელებისათვის

თვის განმავლობაში
Geocell Visa Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს. გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით.

შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება
Geocell Visa Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.


ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა


Geocell Visa Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 27 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის დასაწყისში სასაუბრო წუთების სახით.თვის განმავლობაში ბონუს წუთების მაქსიმალური რაოდენობაა 100 წუთი.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად
SMS-ის საშუალებით.
ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელია
SMS-ის გაგზავნით, ტექსტით «2» ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).


ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა

ბონუს წუთები წარმოადგენს დამატებით სასაუბრო დროს
Geocell Visa Card-ის მფლობელთათვის იმ 27 წუთისგან დამოუკიდებლად, რომელსაც 877 სისტემის აბონენტი იღებს ყოველი თვის დასაწყისში სააბონენტო გადასახადის ხარჯზე.

ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო
SMS-ები — ჯეოსელის/ლაი ლაის და სხვა ოპერატორის ნომრებზე გასაგზავნად. ზარის განხორციელებისას თავდაპირველად იხარჯება ბონუს წუთები, ხოლო შემდეგ ჯეოსელის სტანდარტული უფასო 27 წუთი. გამოუყენებელი ბონუსები მომდევნო თვეში არ გადადის.

ბონუს წუთები არ დაირიცხება
Geocell Visa Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:

·             თანხის განაღდება;

·             ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;

·             Geocell Visa Card-ის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვის დროს;

·             გაუქმებული ოპერაციები Geocell Visa Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.


 

საკომისიოს სახე

ოდენობა

საბარათე ანგარიშის ვალუტა

ლარი, აშშ დოლარი

საკრედიტო ლიმიტი

ინდივიდუალური

მაქსიმალურის საშეღავათო პერიოდი (უპროცენტო კრედიტით სარგებლობა)

30 კალენდარული დღე

კრედიტის წლიური სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი)

გამოყენებული კრედიტის 15%  წელიწადში

კრედიტის აღრიცხვის საკომისიო

თვის ბოლოს დაფიქსირებული უარყოფითი ნაშთის 1,5%
შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო დღეს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთის მიხედვით.

საკუთარი სახსრების განაღდების საკომისიო

ბაზისბანკის ბანკომატში 0%, აგენტი ბანკის ბანკომატში 1%, სხვა ბანკებში 2% (მინიმუმ 3 აშშ დოლარი)

ყიდვითი (უნაღდო) ოპერაციების საკომისიო

0%

კრედიტის განაღდების საკომისიო

4,5% (მინიმუმ 4,5 აშშ დოლარი)

არასანქცირებული კრედიტით სარგებლობის საკომისიო

გადახარჯული თანხის 32%
შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურად, არასანქცირებული კრედიტის წარმოშობის თარიღიდან ფაქტიური გადახდის დღემდე.

შეცდომით ჩარიცხული თანხით სარგებლობის ჯარიმა

გამოყენებული თანხის 0.05%- ყოველ დღეზე.
შენიშვნა: ჯარიმა დაირიცხება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი, თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში არ დააბრუნებს თანხას

საკრედიტო ლიმიტის ზრდა

5%-დან

საკომისიო ლიმიტის აღდგენა

30 ლარი

ლიმიტის ვადა

განუსაზღვრელი

ბარათის დამზადება

უფასო

წლიური მომსახურება

უფასო

მოქმედების ვადა

2 წელი

ნაღდი თანხის გამოტანის ლიმიტი

ინდივიდუალური

ადგილობრივ სტოპ სიაში შეტანა

5 აშშ დოლარი

საერთაშორისო სტოპ სიაში შეტანა (ორი კვირით)

40 აშშ დოლარი

ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან

უფასო

სავაჭრო ქვითრის ასლი

10 აშშ დოლარი

 

მხოლოდ სადებეტო ფუნქციის Geocell Visa Cardის დამზადება

25 აშშ დოლარი

 

დაზიანებული ბარათის გამოცვლა

15 აშშ დოლარი

PIN კოდის გამოცვლა

5 აშშ დოლარი



სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
Search
© 2009 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.